მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილები, იახტები, ფეროშენადნობები... - რას ყიდის/ყიდულობს საქართველო აშშ-ში?

6314a85261f89
ვიქტორია მღებრიშვილი
04.09.22 23:05
911
საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობა 45.2%-ით გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-ივლისის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის აშშ-მა 6.5%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა და შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 659.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკაში დიდი წილი იმპორტზე მოდის. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნიდან ამერიკაში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 471.8 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 28.9%-ით აღემატება. უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების ათეულში კი აშშ-ს მეოთხე ადგილი უკავია. რაც შეეხება საიმპორტო საქონელს, იმპორტის უდიდესი წილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია. აშშ-ში 7 თვეში შეძენილი საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 418.7 მლნ დოლარი;
2. შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 5.6 მლნ დოლარი, 5 434 ტონა;
3. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 4 მლნ დოლარი, 7 234 ტონა;
4. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი - 3 მლნ დოლარი, 219 ტონა;
5. გაყინული თევზი - 2.7 მლნ დოლარი, 1 432 ტონა;
6. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 2 მლნ დოლარი, 48 ტონა;
7. იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის - 1.8 მლნ დოლარი, 37 ტონა;
8. შერეული საქონელი - 1.7 მლნ დოლარი;
9. პოლიმერები ვინილქლორიდისა ან სხვა - 1.7 მლნ დოლარი, 908 ტონა;
10. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1.7 მლნ დოლარი, 40 ტონა;

გარდა ამ საქონლისა აშშ-დან ქვეყანაში ამ პერიოდში მოტოციკლები და ველოსიპედები, ბინოკლები და სხვა ოპტიკური მილები, სამკურნალო საშუალებები, სპეცდანიშნულების ავტომობილები და სხვა საქონელი შემოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბრუნვაში აშშ-ში ექსპორტს მცირე წილი უკავია, 2022 წლის პირველ 7 თვეში ამ მიმართულებით რეალიზებული საქონლით მიღებული შემოსავალი 115.2%-ით გაიზარდა და 187.9 მლნ დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაშიც აშშ 6.1%-იანი წილით ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა და ის მეშვიდე ადგილს იკავებს. მთავარი სარეალიზაციო საქონელი კი ფეროშენადნობებია. რაც შეეხება საექსპორტო საქონლის TOP-10-ეულს, მათი რეიტინგი ასეთია:

1. ფეროშენადნობები - 170.9 მლნ დოლარი, 73 996 ტონა;
2. დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 4.5 მლნ დოლარი, 565 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3.1 მლნ დოლარი, 489 ტონა;
4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1.5 მლნ დოლარი, 985 ტონა;
5. საფრენი აპარატების ნაწილები - 1.2 მლ დოლარი, 3 ტონა;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 889 ათასი დოლარი, 1.6 ტონა;
7. ნაყოფი და კაკალი შაქრის დამატებით ან მის გარეშე - 802 ათასი დოლარი, 257 ტონა;
8. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 701 ათასი დოლარი, 237 ტონა;
9. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 618 ათასი დოლარი, 709 ტონა;
10. ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 379 ათასი დოლარი, 42 ტონა.

გარდა ამისა აშშ-ში მცირე მოცულობით ყველის, ეთილის სპირტი, მზა საწებელი და მდოგვი, მსუბუქი ავტომობილები და სხვა პროდუქტი გავიდა.