მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების აკრძალვამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სატრანსპორტო ნაკადები 10-ჯერ შეამცირა

5ed8f0f5e829c
BM.GE
04.06.20 16:55
902
17 აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის მიზეზი იყო აღდგომის დღესასწაულის დღეებში ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების მზარდი დინამიკა, - - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 13-19 აპრილის კვირას დაფიქსირდა 133 შეთხვევა, რაც კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 17 აპრილს ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი - 34 შემთხვევა დაფიქსირდა.

„აღდგომის დღესასწაულის შემდგომი სამკვირიანი მაჩვენებლების ანალიზით აშკარაა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, 4 მაისის კვირაში, კლების დინამიკა აღინიშნა. ასევე, ქვეყანაში არ დაფიქსირდა „დღესასწაულების“ კლასტერი. მობილობის შემცირებას აჩვენებს ავტომანქანების ნაკადების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, 3 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, შემოღებული შეზღუდვის შედეგად, სატრანსპორტო ნაკადები შემცირდა საშუალოდ 10-ჯერ და მეტჯერ“, - აღნიშნულია COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.