მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების რეექსპორტი 63%-ით გაიზარდა - სფერო რეკორდულ მაჩვენებლებს უახლოვდება

5dd4e8dfa6795
შოთა ტყეშელაშვილი
20.11.19 11:13
2068
2019 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოდან რეექსპორტზე $522.5 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც საქსტატის მონაცემებით, 2018 წელთან შედარებით 63%-ით მეტია. აღნიშნული ზრდის შედეგად, მსუბუქმა ავტომობილებმა მთლიან საექსპორტო კალათაში, სპილენძის მადნების შემდეგ (რომელიც ძირითადად ასევე რეექსპორტს წარმოადგენს) მეორე ადგილს იკავებს. მასზე მთლიანი ექსპორტის 17.2% მოდის.



2014 წლამდე ავტომობილები საქართველოს წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო. 2007 - 2013 წლებში ავტომობილებით ვაჭრობიდან შემოსული ბრუნვა გაათმაგდა და 2007 წელს $70 მილიონიდან 2013 წელს უკვე $700 მილიონზე მეტი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა ავტოდილერების რაოდენობაც, ათასობით ადამიანს ავტომობილების უცხოეთში გაყვანით შემოსავლის მიღების საშუალება გაუჩნდა.

2014 წლის ბოლოს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში დაწყებული სავალუტო კრიზისის გამო ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. ამას დაემატა აზერბაიჯანის მიერ ევრო 4-ის სტანდარტის შემოღება და სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაც. შედეგად ავტოდილრებს მარაგებში დაუგროვდათ ავტომობილები, რომელთა გაყიდვასაც ვერ ახერხებდნენ.

კრიზისის ეფექტები რამდენიმე წელში შერბილდა და უკვე 2018 წლიდან ავტომობილები კვლავ ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელი გახდა.