მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილებზე მოთხოვნა 60%-ით შემცირდა - ავტოიმპორტიორი

5e95dccabbad9
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.20 22:00
1394
ავტომობილებზე მოთხოვნა 60%-ით შემცირდა - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ გენერალურმა დირექტორმა დავით გულაშვილმა განაცხადა. 

ავტოიმპორტიორის განცხადებით, კომპანია ინარჩუნებს თანამშრომლებსა და იმ ფუნქციებს, რომელიც აუცილებელია უკვე გაკეთებული შეკვეთების განსახორციელებლად.

„ორგანიზაციის ძირითადი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, ის ელემენტები, რომლებიც აუციელებელია ლოჯისტიკური ხაზების შეუჩერებლად მუშაობისთვის და შესაბამისად არის აუცილებელი, მაგალითად ფოთის პორტში. ავტომობილების მიღება-გაცემის და კონტეინერების დაცლის პროცესები და თბილისში რუსთავის ავტობაზრობაზე ავტომობილების გადაფორმების პროცესები, მხოლოდ ეს ორი ფუნქცია გვაქვს შენარჩუნებული, მაქსიმალური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

კავკასიის ავტოიმპორტი საერთაშორისო ორგანიზაცია გახლავთ, ის არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპულ ბაზრებზეც არის წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის კლება მოთხოვნასა და გაყიდვებში, მაგრამ ეს არ არის დრამატული რიცხვები. ყოველდღიური შეკვეთები თუ იყო 100%, დღეს გახლავთ 40%.

რაც შეეხება არსებულ შეკვეთებს, 15 000 ავტომობილზე გვაქვს მიღებული შეკვეთა და ჩასაბარებელი გვაქვს, რომლებიც ლოგისტიკურ პროცესში გახლავთ და იმისთვის რომ ეს ავტომობილები დროულად ჩაბარდეს თავის მფლობელებს მუშაობს რამდენიმე ჩვენი ფუნქცია ჩვეულებრივ რეჟიმში.

საავტომობილო ბიზნესის წილი როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში არის უმსხვილესი. ეს შემამსუბუქებელი გარემოება რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან დაეხმარება ამ სექტორს მთლიანად, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შემამსუბუქებელი გარემოება 1 აპრილამდე იმპორტირებულ ავტომობილებზე გავრცელდება და ის მომხმარებლები, რომლებმაც 1 აპრილის შემდეგ მიიღეს ავტომობილები, იგივე პრობლემის წინაშე დგანან და ჩვენი რეკომენდაცია იქნება მთავრობის მიმართ, რომ გაახანგრძლივონ ეს პერიოდი, რომ შეამსუბუქოს იმ პირების მდგომარეობა, რომელიც COVID-19-დან გამომდინარე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

ვითვალისწინებთ იმ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც უნდა გამოიჩინოს ამ პერიოდებში ბიზნესებმა დასაქმებულების და არამხოლოდ მათ მიმართ. შესაბამისად ჩვენი არც ერთი დასაქმებულის სახელფასო განაკეთი არ შემცირებულა და არც ვგეგმავთ სამომავლოდ. სამწუხაროდ იმის პროგნოზირება რამდენი ხანს გასტანს რთულია, როგორც სამედიცინო რისკებიდან, ასევე ეკონომიკური რისკებიდან გამომდინარე, არ ვიცით რა იქნება გრძელვადიან პერიოდში, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში არანაირი შემცირება თანამშრომლების ხარჯზე არ იგეგმება“, - განაცხადა დავით გულაშვილმა.