საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება იმგვარად, რომ ის ერთადერთი და სწრაფი გადაადგილების საშუალება გახდეს, თბილისის სპეციფიკიდან გამომდინარე რთულად მიღწევადია. მისივე თქმით, ამას დიდი დრო დასჭირდება - დაახლოებით შვიდი წელი.
გარდა ამისა, როგორც მელაძემ აღნიშნა, საცობების განტვირთვისთვის მნიშვნელოვანია გზების გადაწყობა და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„საცობი აწუხებს ყველას, მეტროშიც კი საცობია. ვფიქრობ, რომ ავტომობილების მიმართულებითაც უნდა დავიწყოთ ფიქრი. ქალაქის პოლიტიკა იყო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასულიყო ხალხი, მაგრამ ფაქტია რომ ეს ასე არ გამოვიდოდა. ამას სჭირდება ბევრი დრო, უცებ ვერ გაკეთდება. ჩვენი ქალაქის მოწყობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოძრაობა მხოლოდ ავტობუსებით იყოს სწრაფი.
ავტომობილების მოძრაობის მიმართულებაც უნდა იყოს განვითარებული. ავტომობილი ალბათ ბოლო იქნება, რაზეც ადამიანი უარს იტყვის, იმიტომ რომ ხშირად ეს არის შემოსავლის წყარო. ამიტომ ჯერ კიდევ დროა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაწყოთ გზები ისე, რომ საცობები არ იყოს", - აღნიშნა მელაძემ.
მისივე თქმით, თბილისში არის იმის შანსი, რომ საცობები არ იყოს.
"მთავარ კვანძებთან მდგარმა პოლიციელმაც იცის რა განმუხტავს იქ მოძრაობას. ყველაზე მეტად კვანძები ჩნდება იქ, სადაც უბანი უბანს უკავშირდება. რიგ შემთხვევაში გამოსწორება მარტივია, რიგ შემთხვევაში შეიძლება ფინანსური ჩარევა დასჭირდეს, გვქონდა ამაზე მსჯელობა. რიგ ადგილებში გზებს სჭირდება გადაკეთება, მაგალითად, ვეფხვი და მოყმის ძეგლთან. აქ საჭიროა ე.წ. ერთი ტრაქტორის პრინციპი, გზის ჩაჭრა, სადაც ეს ნაკადი არ გაჩერდება. ერთი ქვეშ გაივლის, მეორე ზემოდან, შრეებად უნდა იყოს გზები, რათა გაჩერება არ მოხდეს", - დასძინა მან და აღნიშნა, რომ პარკირებების მოწყობაც გარდაუვალია, - "წლების წინ ვამბობდი ახლაც ვამბობ, ბიზნესი ამას ვერ აიღებს თავის თავზე, პირველი უნდა იყოს მუნიციპალიტეტი, პარკირებები უნდა შეიქმნას იმ უბნებში, სადაც ადგილები არ არის, არასწორად გაჩერებული ავტომობილები დამატებით საცობებს ქმნის", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მელაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება