მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოპილოტზე მოძრავი მატარებელი გაჩერებას ვეღარ ახერხებდა - პანიკა პარიზის მეტროში

5d833a7aa4270
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 17:40
2213
პარიზის მეტროთი მგზავრობა ტურისტებისთვის "სავალდებულო პროგრამაშია" შეტანილი, თუმცა ამჯერად, მგზავრები რეალური საშინელების მომსწრენნი გახდნენ. პირველი ხაზის მატარებელმა, რომელიც მძღოლის გარეშე, ავტოპილოტით გადაადგილდება, საფრანგეთის დედაქალაქის სამი სადგური გაუჩერებლად, სწრაფი სიჩქარით გაიარა.

ავტომატიზირებული მეტრო "შეშლილი" იყო - ასე განმარტა ინციდენტი ფრანგულ მედიასთან კომპანიამ, რომელიც მეტროს და ავტობუსის მძღოლებს უფლებებს იცავს.

"ჩვენ ძლივს გადავურჩიეთ უდიდეს უბედურ შემთხვევას", - დაწერა მეტროს ერთ-ერთმა მგზავრმა Twitter-ზე. მისივე თქმით, მეტრო წინ მიმავალ მატარებელს თითქმის შეეჯახა.

პარიზის საზოგადოებრივმა სატრანსპორტო კომპანია RATP-მა დაადასტურა შემთხვევა და ისაუბრა "ტექნიკურ ინციდენტზე". "მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობა საშინელი იყო, რა თქმა უნდა, გარწმუნებთ, რომ საშიშროება არ არსებობდა", - განმარტა კომპანიამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
 
პარიზის მეტრო ბოლო პერიოდში ფულის დაზოგვის მიზნით, მძღოლის გარეშე მოძრავ მატარებლებზე გადადის, რომლებიც ავტოპილოტით, პროგრამულად იმართება.