მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ დიზაინერებისთვის ონლაინ შოურუმებში მონაწილეობისთვის ახალ მოდელს ქმნის

5ee9d5f8669c5
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.20 13:10
705
„აწარმოე საქართველოში“ დიზაინრებისთვის ონლაინ შოურუმებში მონაწილეობისა და ექსპორტის ხელშეწყობისთვის ახალ მოდელს ქმნის - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და ეკონომიკური კვლევის პოლიტიკის ცენტრის მხარდაჭერით, სასტუმრო „სტამბას“ ამფითეატრში საქართველოში რეგისტრირებულ დიზაინერებთან შეხვედრისას ისაუბრეს.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა ახალი ინიციატივა, კერძოდ ონლაინ შოურუმებში მონაწილეობის ხელშეწყობის მოდელი, რაც პანდემიის დროს საერთაშორისო შოურუმების ეფექტურ ალტერნატივად განიხილება.

„აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სააგენტოს მიერ შემუშავებული დიზაინერების შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების დოკუმენტის პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, საქართველოში მოღვაწე დიზაინრებმა საკუთარ ხედვები და საჭიროებები გაუზიარეს სააგენტოს წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობაა, რადგან აღნიშნული სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.