მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სახელმწიფომ სესხის თანადაფინანსება 7%-მდე შეამცირა

5e4687bd1da65
ინგა მურუსიძე
14.02.20 16:00
922
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო 7%-იან სუბსიდირებას განახორციელებს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

„ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვსწავლობთ გრძელვადიან პერსპექტივას, რა უნდა იყოს სააგენტოს გეგმა. ლოგიკურია, როცა ქვეყანა ვითარდება, მაქსიმალურად ნაკლები ოდენობის თანხა უნდა დახარჯოს სახელმწიფომ და ნაკლებად შეუწყოს სახელმწიფომ ხელი ბიზნესს, თუ ის აღარ გვჭირდება. ზუსტად ამიტომ 2020 წელს ჩვენ 7%-იან სუბსიდირებაში შევდივართ და არა 10%-ში. თქვენ ხედავთ დინამიკას, ვუყურებთ, ვაკვირდებით მოვლენებს და შესაბამისად ვმოქმედებთ“, - განაცხადა ხიდურელმა.