მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ნოვა“ ბაზარს შესთავაზებს პროდუქციას, რომლის წარმოებაც საქართველოში მანამდე არ ხდებოდა

644f88e32455b
BM.GE
01.05.23 20:00
686
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მწარმოებელმა კომპანია „ნოვამ“ საკუთარ პორტფელში სამი ახალი საწარმოო მიმართულება დაამატა. შედეგად, „ნოვა“ იქნება პირველი კომპანია ამიერკავკასიაში, რომელიც XPS-ის წარმოებას დაიწყებს. აღნიშნული პროდუქცია ფასადის, საძირკვლებისა და ჭერის დათბუნებისთვის გამოიყენება.

გარდა ამისა, კომპანია ქართული წარმოების 4 დასახელების წებო-ცემენტსა და ბეტეკის წებო-ცემენტს, ასევე შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალ მილებს შესთავაზებს მომხმარებელს.

სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მოხარულია, რომ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით „ნოვა“ აგრძელებს განვითარებას და ადგილობრივ ბაზარს შესთავაზებს პროდუქციას, რომელიც მანამდე საქართველოში არ იწარმოებოდა.

„ნოვა“ არის კარგი მაგალითი, თუ როგორ ვითარდება სახელმწიფოს პროგრამების, კერძოდ, „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ქართული წარმოება. მოხარულები ვართ, რომ „ნოვა“ არა მხოლოდ გაზრდის პროდუქციის წარმოებას ადგილობრივი ბაზრისთვის, არამედ საკუთარი პროდუქციის გატანას ექსპორტზეც შეძლებს“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედების მიზნით, კომპანიამ ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 80 ადამიანი დაასაქმა. ჯამურად „ნოვა“ საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

2020 წლიდან ნოვამ საცალო მიმართულების განვითარება დაიწყო და დღეს უკვე საქართველოს 7 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, მარნეულსა და ხაშურში არის წარმოდგენილი საკუთარი მაღაზიით.

(NS)