03.აგვისტო .2021 10:07

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალ პაკეტში გავითვალისწინეთ შშმ პირთა საჭიროებები - ნადარეიშვილი

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალ პაკეტში გავითვალისწინეთ შშმ პირთა საჭიროებები - ნადარეიშვილი
views 279
უკან

„საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალი პაკეტი, სადაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს, მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ასევე თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა მიანიჭონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

„აღნიშნული სიახლეები უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ ისეთივე წვდომა სახელმწიფო პროგრამებზე და ისეთივე ჩართულობა ბიზნეს საქმიანობაში, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა