მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

62bd84c56364d
BM.GE
30.06.22 15:04
638
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს.

შეფასებისთვის შეირჩა ინდუსტრიული ნაწილის 292 ბენეფიციარი. აღნიშნულმა ბენეფიციარებმა 2020 წელს მიიღეს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების თანხა. შეფასება ეყრდნობა ბოლო 5 წლის მონაცემებს.

რაც შეეხება ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ნაწილის ეფექტს, ანალიზის თანახმად, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა შეადგინა 15.3 ლარი, კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში - 4.5 ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1.6 ლარი.

დღეისთვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროექტების ფარგლებში შეიქმნება 58 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.