„იმ პრიორიტეტულ მიმართულებს შორის, რომელიც სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა, არის ტურისტული სერვისები - თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მიმართულებების განვითარების მხარდაჭერა ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივია. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება რეგიონებში მეტი ტურისტის მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის გადადგმული ნაბიჯია.
„ტურისტული ინდუსტრიის ნაწილში, რომელიც არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ლოკომოტივი, გამწევი ძალა, გარდა სასტუმროებისა, დავამატეთ ე.წ. ტურისტული სერვისები - ეს არის თემატური პარკები, ეთნოსოფლები, სათავგადასავლო ტურიზმი. ამ მიმართულებების განვითარება, განსაკუთრებით რეგიონებში, მოგვცემს მეტი ტურისტის მოზიდვის, ასევე მეტი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობას ამ მზარდ და პერსპექტიულ სექტორში“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს მთავრობამ 19 დეკემბრის სხდომაზე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განახლებული სახით დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიას ის სექტორები გააცნო, რომლებზეც პროგრამა იქნება ორიენტირებული, მათ შორისაა საზღვაო თევზჭერის, კერამიკული საშენი მასალებისა და სანტექნიკური ნაკეთობების, ასევე ტურისტული სერვისების განვითარება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის