მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოში" უფრო და უფრო ემსგავსება მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფების პროექტების დაფინანსებას"

5dfcfff78ebd0
BM.GE
20.12.19 21:02
2270
„აწარმოე საქართველოში“ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება სამწუხაროდ მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფებისთვის... ასე ხელგაშლილად ბიუჯეტიდან მათი პროექტების დაფინანსებას ... - ამ სიტყვებით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ.

„ვფიქრობ, ეს ძალიან დასაფიქრებელი ფაქტია. ამაზე თქვენი მინისტრობის პერიოდში თქვენ ალბათ მოგიწევთ პასუხის გაცემა და დეტალური ანალიზი გვექნება შემდგომში გასავლელი“, - განაცხადა კობერიძემ.

დეპუტატმა ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემაზეც ისაუბრა, რომელიც „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკრედიტო საგარანტიო სქემაზე ანუ ფონდზე, მე გაცილებით უფრო მკაცრი ვიქნები შეფასებებში და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ფონდი, არის მექანიზმი, რომლის გამოყენების დროს თავის ეკონომიკაში თურქეთს სავალუტო ფონდიდან ჰქონდა შენიშვნები, რომ ეკონომიკა არ გადაეხურებინა, იმდენად კარგად ამუშავდა მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში. თქვენ სამწუხაროდ არამხოლოდ ვერ აამუშავეთ, საერთოდ ერთი პროექტიც არ არის დაფინანსებული. პასუხად თქვენგან სადეპუტატო კითხვაზე მივიღე, რომ მომავალ წელს მაინც ავამუშავებთო. მე მგონია ეს არის... ან საბოტაჟი ან სამოხელეო გულგრილობა. იმიტომ რომ 20 მილიონი რომელიც ბიუჯეტში ასახულია და მცირე და საშუალო ბიზნესი ელოდება რეალურად... მე მგონია რომ ამაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ“, - განაცხადა კობერიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ ჯერ საკრედიტო საგარანტიო ფონდიდან თანხების ათვისება არ მომხდარა.