სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი „რკო“-ს პროდუქციის ექსპორტი ევროპასა და აზიაში ხორციელდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კომპანიამ პარიზის საერთაშორისოდ აღიარებულ გამოფენაზე უკვე მეორედ შეძლო დასწრება.
„აღნიშნულ ღონისძიებებზე „რკო“ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა და ქართული კომპანიის მიმართ ინტერესს აჩენს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.
სწორედ საერთაშორისო გამოფენებზე საბავშვო ტანსაცმლის წარდგენით, „რკო“-მ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან და უკვე დაიწყო პროდუქტების ექსპორტზე გატანა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ინგლისი, დანია და გერმანია“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ რელიზში.
„უკვე მეორე წელია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით პარიზში, დიდ საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, რამაც ჩვენთვის შესაძლებელი გახადა წარმატების მიღწევა საერთაშორისო ბაზრებზე“, - აცხადებს „რკო“-ს თანადამფუძნებელი თაკო მეგრელიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზეც იწყებს შესვლას და აქტიურად თანამშრომლობს საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელ პრესტიჟულ, ბრიტანულ კომპანიასთან.
ცნობისთვის, „რკო“ თაკო მეგრელიშვილმა და თამუნა და ნინო მესარიკიშვილებმა 2016 წელს დააარსეს. ამჟამად, კომპანია დაახლოებით 70 ქალს ასაქმებს, რომლებსაც საშუალება აქვთ იმუშაონ სახლის პირობებში და ამ გზით მოახდინონ თვითრეალიზაცია.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა