11.სექტემბერი .2020 15:08

„ახალ ბინებზე მოთხოვნის ზრდა სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება“ - თორნიკე კორძაია

views 266
უკან

„თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, აგვისტოში ახალი ბინების შეძენაზე მოთხოვნა გაიზარდა და წელი წელთან შედარებით ზრდა 12%-ია, მაშინ როდესაც ივლისში ეს მაჩვენებელი -22% იყო.

როგორც „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა მკვლევარმა თორნიკე კორძაიამ "საქმიანი დილის" ეთერში განმარტა, აგვისტოში თბილისში, დაახლოებით, 2 400 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რომლის ჯამური საცხოვრებელი ფართი 158 000 მ2-ია, ეს აბსოლუტური გაყიდვების მაჩვენებელთან მიმართებაში ივლისთან შედარებით მცირედით გაუმჯობესებაა, თუმცა მნიშვნელოვანია ამ ზრდის უკან მდგომი დინამიკა, რადგან ახალი და ძველი ბინების გაყიდვების ზრდა სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს.

„თვის მანძილზე ახალ ბინებში, დაახლოებით, -12%-იანი ზრდა დაფიქსირდა, წელი წელთან შედარებით, როდესაც წინა თვეში იყო დაახლოებით -22%; ძველი ბინების გაყიდვების ზრდის ტემპი არის დაბლა დავარდნილი და წლიურად -25%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ივლისში -11% იყო. ჯამურად, ზრდის გაუმჯობესება უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნის დაბრუნებაზე მიუთითებს, თუმცა ბინების გაყიდვების მიქსის ცვლილება სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება“, - განმარტა „თიბისი ბანკის“ უფროსმა მკვლევარმა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, იპოთეკური სესხების 38% არის სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარი და წინა კვირასთან შედარებით ეს მაჩვენებელი 3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა