მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალ გეგმებს ყოველთვის ახლავს ფიქრი: სწორია რასაც ვაკეთებ?“ - მერიკო გუბელაძე

61cd972f3fadc
მარიამ იზორია
06.01.22 15:30
1031
„შავი ლომის“ „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია.

მისივე განმარტებით, ქვეყანა ჯერჯერობით, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად უკან მიდის, შესაბამისად, 2022 წლის პროგნოზირება შეუძლებელია. როგორც მან აღნიშნა, უკვე პროექტების საზღვრებს გარეთ განხორციელების აუცილებლობა ჩნდება.

„იმედი მაქვს, რომ ქვეყანა წინ წავა, ტურისტების ნაკადიც გააქტიურდება და 2022 წელი კოვიდის ბოლო წელი იქნება, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია. ადრე თუ რაღაცას ვაკეთებდით და დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს რაღაც იმუშავებდა და სწორ გზას ვედექით, დღეს ამ ახალ გეგმებს ყოველთვის ახლავს ფიქრი - სწორია რასაც ვაკეთებ? სად წავა ეს ქვეყანა? ეს ფიქრები კი ყოველთვის ყველაფერს უკან ქაჩავს. სწორედ ამიტომ, პირველად დავიწყე ფიქრი ქვეყნის გარეთ რაიმეს გაკეთებაზე“, - აღნიშნა მერიკო გუბელაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მისი სამომავლო გეგმაც სწორედ საზღვარგარეთს უკავშირდება.