23.ოქტომბერი .2020 16:44

ახალ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის წესი იცვლება

ახალ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის წესი იცვლება
views 1989
უკან

დედაქალაქის მთავრობის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა, ხოლო მათგან ერთი 24 ოქტომბერს ამოქმედდება. მერიის ინფორმაციითვე, სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე - 6-მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე, სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილების წესები ნაწილობრივ იცვლება.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის წესი იცვლება და იქ მხოლოდ ელექტრონული გადახდა იქნება შესაძლებელი.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზები, რომლებიც ხვალიდან გაეშვება, იმუშავებს ზუსტად იგივე ტარიფებით, რომელიც დღემდე მოქმედებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე, საშეღავათო ტარიფები, რომელიც არსებობდა, იგივე იქნება ახალ ქსელშიც, თუმცა სიახლეა ის, რომ გადახდა მხოლოდ ელექტრონული საშუალებით მოხდება. ყველას შეუძლია შეავსოს ანაგრიში, ბანკომატები ბევრ ადგილას დგას“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, ელექტრონული გადახდის სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იმოქმედებს, ხოლო ძველში იგივე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა