მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ შტამზე [ე.წ. მიუ] ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს - ტიკარაძე

613611ae045b2
ინგა მურუსიძე
06.09.21 17:23
21741
ახალ შტამზე ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ე.წ. მიუ შტამს, რომლის აღმოჩენის შესახებ ჯანმომ განაცხადა.

„ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ ბევრი ინფორმაცია არ არის. ჩვენ რა თქმა უნდა ვაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ყველა იმ კომენტარს, რომელსაც საკმაოდ წარმატებული მეცნიერები აკეთებენ და შესაბამისად მოხდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან ყველა იმ ღონისძიების გატარება, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს როგორც ამ შტამის მაქსიმალურად გვიან შემოღწევას, ასევე უკვე დაფიქსირების შემთხვევაში მის ეფექტიან მართვაზე იმსჯელებს კლინიკური ჯგუფი“, - თქვა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ კორნავირუსის ახალ Mu ვარიანტს დიდი ყურადღებით აკვირდება, თუმცა მისი თქმით, კორონავირუსის აღნიშნული ფორმა ამ ეტაპზე ქვეყნაში დიდად გავრცელებული არ არის.