მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა -USGS

6403236f05e56
ალა ისპირიანი
04.03.23 15:04
947
ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კერმადეკთან ახლოს დედამიწის ზედაპირიდან 152 კილომეტრის (94 მილი) სიღრმეში დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, სტიქიური უბედურების შედეგად ცუნამის წარმოქმნის ალბათობა მინიმალურია.

მიწისძვრით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.