14.აგვისტო .2019 23:20

ახალ ზელანდიაში ხელფასების გაცემა კრიპტოვალუტაშიც იქნება შესაძლებელი

views 540
უკან

ახალი ზელანდიაში ხელფასებს კრიპტვალუტით აიღებენ. კუნძულოვანი ქვეყანა პირველი გახდა დედამიწაზე, რომელმაც ვირტუალური ფულით ანაზღაურების გადახდის გადაწყვეტილება დააკანონა.


ქვეყნის საგადასახადო უწყებამ დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ დაადგინა, რომ კომპანიებს თანამშრომლებისვის ხელფასის გაცემა ყველაზე ცნობილი ციფრული ფულით - ბიტკოინით შეუძლიათ. ბრძანება ძალაში 2019 წლის 1 სექტემბრიდან შევა.

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტით ხელფასის გაცემისთვის გარკვეული პირობები დააწესა: დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ციფრული ვალუტა უნდა იყოს დაკავშირებული რეგულარულ ვალუტასთან, ფიქსირებული გაცვლითი კურსით - ეს უნდა აძლევდეს მიმღებს საშუალებას, სურვილისამებრ გადაახურდავოს ხელფასები ეროვნულ ვალუტაში.


შეგახსენებთ, რომ ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს.  დღესდღეობით, ერთი ბიტკოინის ფასი 11.000 ამერიკულ დოლარზე მეტია. ორი წლის წინ კი, 19.000 დოლარს შეადგენდა.