მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა შემცირდა - Colliers International-ის მიმოხილვა

6033dd2a5356e
თამთა ჯიჯავაძე
22.02.21 23:40
986
2021 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით შემცირდა და 65 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 27%-ით, 21 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ Colliers International-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, თბილისში, 2021 წლის იანვარში 1,943 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 13%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 86 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გარდა ამისა, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ახალაშენებული ბინების ეკონომ და მედიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5% და 22%-ით ჩამორჩებიან. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 13%-ით, მხოლოდ 6 ერთეულით გაიზარდა.