მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხეს ახალი სპორტკომპლექსი ექნება - პროექტის ღირებულება 11.6 მილიონია

5f42055184efd
თელარა გელანტია
23.08.20 20:00
1032
აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ქალაქ ახალციხეში სპორტკომპლექსი აშენდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

მგფ-ის ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიღება 30 სექტემბერს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 604 343 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტკომპლექსი 18 თვეში უნდა ააშენოს.

პროექტის დაფინანსების წყარო სესხია, რომელიც საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი რეგიონული განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში მიიღო.

პორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია პარკინგი.

პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.