15.თებერვალი .2020 18:47

ახალციხეში ფუტკრის თერაპიის სახლი ამოქმედდება

views 814
უკან

ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში აპრილიდან ფუტკრის თერაპიის სახლი - “აპი სახლი” - ამოქმედდება. ამის შესახებ Bm.ge-ის “აპი სახლის” შემქმნელმა ქეთი დიდმანიძემ განუცხადა.

ფუტკრის თერაპიის სახლი ხის ქოხია, რომელშიც ორი საწოლია განლაგებული.

“საწოლს რომ ახდი, შიგნით 3 სკა არის მოთავსებული, რომლებშიც აპრილიდან ფუტკრებს მოვათავსებთ. მათ სკიდან გაფრენის საშუალება გვერდიდან მიეცემათ, მაგრამ ადამიანთან უშუალო შეხება არ ექნებათ.

სტუმრებს შეეძლებათ ამ საწოლებზე წამოწვნენ და ფუტკრების გარემოში არსებული ჰაერი ისუნთქონ”,- აცხადებს ქეთი დიდმანიძე.

დიდმანიძის თქმით, “აპი სახლის” ჰაერი ჯანმრთელობისთვის იქნება სასარგებლო.

“სკის ჰაერი კანისთვის, ნერვული სისტემისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვისაა კარგი”,- აცხადებს დამფუძნებელი.

“აპი სახლის” იდეა ა(ა)იპ “ბარბალეს განვითარების ცენტრს” გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დაუფინანსა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა