ახალციხეში ტენდერებს იგებდა კომპანია, რომლის მფლობელი იყო მუნიციპალიტეტის მერი, - ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, შპს „კეთილმოწყობის“ მიერ ტრანსპორტირების მომსახურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებს შპს „მელიზა“ იგებდა, სწორედ ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი 2018-2019 წლებში იყო ახალციხის მერი. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2020 წლის 19 თებერვალს მერმა შპს „მელიზას“ 100%-იანი წილი სამართავად გადასცა სხვა პირს.
ამასთან შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ახალციხის მერი, ამავე დროს იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც, რითიც დასტურდება მათი ურთიერთდამოკიდებულება.
"სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ვალდებული იყო წერილობით დაედასტურებინა, რომ მისი მონაწილეობა შესყიდვების პროცესში გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტს, რაც არ განუხორციელებია. ურთიერთდამოკიდებული პირების არსებობა წარმოქმნის სატენდერო პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირ ზეგავლენის მაღალ რისკებს, მათთვის ფინანსურად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
გარდა ამისა, როგორც დოკუმენტში წერია, 2018-2019 წლებში მერიამ გამოაცხადა 4 ტენდერი ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქ ვალესა და სოფლებში შემავალი საავტომობილო გზების შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვისთვის, რომელთა ფარგლებში სულ ანაზღაურებულია 717.9 ათასი ლარი. აუდიტის მიხედვით, აღნიშნული ტენდერები წარიმართა უკონკურენტოდ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული - შპს „კეთილმოწყობის“ მონაწილეობით.
„გზების მოვლა-შენახვის ტენდერებში მუნიციპალიტეტმა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრა ისეთი მოთხოვნები, რომლებიც განაპირობებდა მის მიერ დაფუძნებული შპს-ს უპირობო გამარჯვებას. აღნიშნული დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ:
ხარჯთაღრიცხვებში მითითებული იყო რამდენიმე სამუშაოს შესრულება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და სარგებლობის უფლებით გადაცემული მანქანა-მექანიზმებით. ეს ტექნიკა, ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში, მუნიციპალიტეტს თხოვების ფორმით, რამდენიმე თვის ვადით გადაცემული ჰქონდა შპს „კეთილმოწყობისთვის“. ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ ტენდერები პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და უზრუნველყოფდა შპს „კეთილმოწყობის“ უპირობო გამარჯვებას“, - წერია დოკუმენტში.
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი