მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება

5ebd0447a6c6f
BM.GE
14.05.20 12:41
894
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ახალციხის ცხოველების ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრისას დეტალურად განიხილეს, რამდენად მომზადებული ხვდება ბაზარი ფერმერებსა და მომხმარებლებს, ყურადღება გამახვილდა პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე. სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სისტემატიურად.
ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება.