მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდების გაჩუმება შეუძლებელია, ამიტომ ხელისუფლებამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო - ჩოჩელი

640a43b1ebcbe
ალა ისპირიანი
10.03.23 00:29
725
"ქართული ლუდის კომპანიის” დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა საქართველოში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით BMGTV -ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას ისაუბრა.

მისი თქმით, ახალგაზრდებთან ჭიდილი რთულია და მათი გაჩუმება შეუძლებელი, ამიტომ მმართველმა პარტიამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო ე.წ აგენტების კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

„დღეს შეეხვნენ ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალია. ახალგაზრდობა ზუსტად ამ დროს იღებს ხმას, რომლის გაჩუმებაც შეუძლებელი ხდება. ეს კარგად გაიაზრეს, რომ მათი გაჩუმება, მოსყიდვა შეშინება ფაქტობრივად შეუძლებელია და ამ გარემოებებმა გამოიწვია ის, რომ დააყენეს საკითხი ერთის უკან გაწვევასთან დაკავშირებით და მეორის ჩაგდებაზე.

ვფიქრობ კიდევ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან მრავალჯერ მოგვისმენია დაპირებები, რომლებიც არ შესრულებულა, თუნდაც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. გონიერი გადაწყვეტილება იყო, რომ დროულად შეაჩერეს", - ამბობს იგი. 

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. გუშინ საქართველოს პარლამენტმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 10 მარტს, 11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება. 

გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 10 მარტის სესიაზე საბოლოოდ იქნება გაწვეული "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" კანონპროექტი.