მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდული იდეები რეგიონების გასავითარებლად

5db1d3d2585f6
BM.GE
24.10.19 20:45
1843
დღეს, ,,ფაბრიკაში” პროექტის ,,ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც bm.ge-ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აცნობა, პროექტის მიზანია, ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ საკუთარი ქალაქების და დაბებისათვის პერსპექტიული კონცეფციებისა და საკვანძო საპროექტო წინადადების შემუშავება, რომელთა შორის საუკეთესო იდეები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით გამოვლინდება. 

პრეზენტაციაზე პროექტში მონაწილე ხუთი მუნიციპალიტეტის გუნდმა საკუთარი იდეები წარმოადგინა.
შემდეგ ეტაპზე ახალგაზრდული გუნდები მათ მიერ შემუშავებულ კონცეფციებსა და საპროექტო წინადადებებს, საჯარო განხილვისთვის  მოსახლეობას გააცნობენ. კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იდეების ავტორები ქალაქ პრაღაში სასწავლო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში პროექტს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია “აგორა” ახორციელებს. პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა.

ამას გარდა, პროექტის ფარგლებში, სამიზნე ლოკაციებში მცხოვრები ახალგაზრდობისთვის დაგეგმილია ტრენინგები, კერძოდ, ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტების გამოყენების, ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმის და პროექტების წერის უნარ-ჩვევებში ცოდნის ამაღლებისათვის.