03.სექტემბერი .2020 21:00

“ახალი აპლიკაციით ბიზნესებს ვუბიძგებთ საქმიანობა სეგმენტებად დაყონ” - ნიკა ქურდიანი

views 267
უკან

“საქართველოში გლობალური ტრენდების ათვისება კარგად გამოგვდის”, - ასე ეხმაურება თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი ბიზნესის მხადასაჭერად სპეციალური აპლიკაციის შექმნას.

როგორც ქურდიანმა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, Covid19-ის დროს აქტუალობა პირველ რიგში მობილურმა შეიძინა, რადგან ის მომხმარებლების ყოველდღიურობის ნაწილია.

“კომპანიებმა უნდა იფიქრონ თუ როგორ გამოიყენონ მოწყობილობა საკუთარი სერვისის მომხმარებლისთვის მისაწოდებლად. თიბისის მობაილბანკი ამ დრომდე ფიზიკური პირების საჭიროებებზე იყო კონცენტრირებული, იმიტომ, რომ მოთხოვნაზე გამოკვეთილი ტრენდი ბიზნესებში ჯერ არ იგრძნობოდა.

გასული 10 წელი ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციის წელია, მანამდე მიდგომა შემდგომი იყო - ჩვენ ვიცით მომხმარებელს რა უნდა. თუმცა რეალურად, მომხმარებლისგან წამოსულ იდეებს მოსმენა უნდა.

ჩვენ მოდულარულად დავიწყეთ ფიქრი, ვინც ბიზნესშია ყველას სხვადასხვა რამ სჭირდება. ახალი აპლიკაციით ბიზნესებს ვუბიძგებთ, რომ საქმიანობა სეგმენტებად დაყონ”, - განმარტა ნიკა ქურდიანმა.

ცნობისთვის, თიბისი “აქ და ახლა” ბიზნესს სპეციალურად მათთვის შექმნილ მობაილბანკის აპლიკაციას სთავაზობს. თიბისიმ ბიზნეს აპლიკაცია მათ მხარდასაჭერად და მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა.

ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს აპლიკაციით, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ კომპანიის მართვას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა