მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - Condor Airlines-ი ფრანკფურტი - თბილისი მიმართულებით ფრენების ოპერირებას იწყებს

620cbfd360431
BM.GE
16.02.22 13:15
729
1-ელი მაისიდან, გერმანული ავიაკომპანია Condor, ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. რესიები კვირაში 2 ჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ავიაკომპანია მგზავრებს, ფრანკფურტიდან ტრანზიტულ რეისებს მსოფლიოს 90 ქალაქში სთავაზობს, მათ შორის არის 16 მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში.

Condor 1955 წელს ფრანკფურტში დაარსდა, ავიაკომპანია გერმანიის ცხრა უმსხვილეს ქალაქიდან ასრულებს ფრენებს და წელიწადში ცხრა მილიონ მგზავრს ემსახურება. Condor-ის საავიაციო პარკში დღეისათვის 50 საჰაერო ხომალდია.

დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია Lufthansa (მიუნხენი) და Eurowings (დუსელდროფი, ივლისიდან შტუტგარტი) ასრულებენ, ზაფხულის სეზონზე ბერლინის მიმართულებით ფრენების განახლებას Georgian Airways-ც გეგმავს.

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 2020 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.

“TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.
(R)