მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი ავტობუსები გვაძლევს შესაძლებლობას დავიცვათ დისტანცია და უსაფრთხოების წესები"

5ecbec0c1a7b2
ნინი ლონგურაშვილი
25.05.20 20:40
1170
"ახალი ავტობუსები ინფრასტრუქტურულად გვაძლევს შესაძლებლობას დავიცვათ დისტანცია და მოვახდინოთ სავენტილაციო საშუალებით ტრანსპორტის განიავება”, – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, დაიწყოს სატრანსპორტო საშუალებების ამუშავება, – "ახალი ავტობუსები ინფრასტრუქტურულად გვაძლევს შესაძლებლობას გადახდა მოხდეს უკონტაქტოდ და სხვა მრავალი... მე არ მინდა ეპიდემიოლოგების მწვანე შუქს გავუსწრო და ჩვენ მათ ვუსმენთ, თუმცა, მე და ჩემს კოლეგებს გვაფიქრებს ის, რომ როცა ეს მწვანე შუქი იქნება, მზაობა რამდენად არის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების მხრიდან. ამაზე რა გეგმა არსებობს, ამაზე არცერთი სიტყვა არ მოგვისმენია", – აღნიშნა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯერ უცნობია თუ როდის განაახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას.

ინფორმაციისთვის: დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი.