მსოფლიოს მასშტაბით არსებული მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და ნახევარგამტარების დეფიციტი ავტოინდუსტრიაზეც ნეგატიურად აისახა.
J.D. Power-ის განახლებული კვლევის თანახმად, 2022 წელს ახალი ავტომობილების გამძლეობისა და ხარისხის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა, რაც ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციამ 85,000 შემთხვევა შეისწავლა - ყველაზე ხშირად დაფიქსირებული პრობლემები ავტომობილების ელექტრონულ მოწყობილობებს და სისტემებს უკავშირდება. აღნიშნული პრობლემები განსაკუთრებით ხშირია ელექტრომობილებში, რომელთა ფუნქციური შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი ცენტრალურ სამართავ პანელსა და ციფრულ სისტემებშია ინტეგრირებული.
J.D. Power-ის ინფორმაციით, ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის დასაძლევად ზოგიერთმა მსხვილმა კომპანიამ შემდეგ სტრატეგიას მიმართა: მათ არააუცილებელი სისტემებიდან ჩიპები ამოიღეს და ზოგიერთი ელექტრომოწყობილობა მექანიკურით ჩაანაცვლეს.
კვლევის ავტორების შეფასებით, ავტომობილების კომპლექსური ელექტრონული მოწყობილობებით გადატვირთვა ნეგატიურ გავლენას ახდენს გამძლეობაზე, რის შედეგად, ასეთი ავტომობილები ყველაზე ხშირად საჭიროებენ შეკეთებას.
რეიტინგში ბოლო ადგილებს Tesla და Polestar-ი იკავებენ. მოწინავე პოზიციებს კი - Buick, Dodge და Chevrolet-ი. აღნიშნული ავტომწარმოებლები ყველაზე მეტად ერიდებიან არააუცილებელი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას.
ავტომობილების ხარისხის რეიტინგი კომპანიების მიხედვით:
1. Buick
2. Dodge
3. Chevrolet
4. Genesis
5. Kia
6. Lexus
7. GMC
8. Cadillac
9. BMW
10. Ford
11. Lincoln
12. Nissan
13. MINI
14. Toyota
15. Mazda
16. Industry Average
17. Honda
18. Hyundai
19. Ram
20. Mercedes-Benz
21. Subaru
22. Acura
23. Land Rover
24. Jeep
25. Porsche
26. Infiniti
27. Jaguar
28. Alfa Romeo
29. Mitsubishi
30. Volkswagen
31. Audi
32. Maserati
33. Volvo
34. Chrysler
35. Tesla
36. Polestar.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი