მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ბიუჯეტური iPhone 9-ის ფასი ცნობილია - რა ეღირება იგი?

5e53b87b1609f
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.20 00:12
10624
Apple-ი მომხმარებელს ახალ ბიუჯეტურ iPhone 9 (SE2)-ს შესთავაზებს. წინასწარი მონაცემებით ახალი სმარტფონი საზოგადოების წინაშე 31 მარტს გამოჩნდება. ამის შესახებ Fox News-ი წერს.

გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბიუჯეტური iPhone-ის ფასი მართლაც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის და წინასწარი მონაცემებით, 64 გიგაბაიტიანი სმარტფონის შეძენას 399 აშშ დოლარად შეძლებენ, ხოლო 124 გიგაბაიტიანი მოდელი 450 აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი.  

ბიუჯეტურ iPhone 9 (SE2) iPhone 8-ის A13 ჩიპით იქნება წარმოდგენილი და ვიზუალურადაც iPhone 8-ს ჰგავს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ახალი iPhone 9-ის გამოსვლის შემდეგ iPhone 8-ის ღირებულება 350 აშშ დოლარამდე შემცირდება.