მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ბიზნეოსმბუდსმენის მთავარი გეგმაც ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებაა

5dd3b98f19bed
თელარა გელანტია
19.11.19 13:41
1062
„ჩვენი მიზანია, უსწრაფესად შევხვდეთ ყველა ბიზნესს“, - ეს განცხადება ახალმა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა BAG-ის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ჩვენი მიზანია, უსწრაფესად შევხვდეთ ყველა ბიზნესს. ყველა ასოციაციას და დღევანდელი დღე იყო დასაწყისი ამ შეხვედრების. მიზანია, რომ გავეცნოთ ბიზნესის პრობლემებს, რა თქმა უნდა, გავიგოთ შინაარსი, მოვძებნოთ გადაწყვეტის გზები და შემდგომ მაქსიმალურად სწრაფად, შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებთან ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემები“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, კონკრეტულ პრობლემებზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მიხეილ დაუშვილიც აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გეგმაც ბიუროკრატიული პრობლემების გადაჭრაა.

„ჩვენი გეგმაა ის, რომ თუ სადმე რამე პრობლემა ჭიანურდება ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, ეს დავაჩქაროთ და დავეხმაროთ ბიზნესს, რომ თავიანთი ბიზნეს პროცესი ჰქონდეთ გამართული და იმუშაონ ეფექტიანად“, - აღნიშნა მან.

BAG-ის წევრებთან შეხვედრის დროსაც ბიზნესმბუდსმენმა თქვა, რომ მისი მანდატი „ბიზნესის პრობლემების წამოწევა და ბიუროკრატიის შეფუცხუნებაა“.