მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ბრენდი – ქართული ტუჩსაცხი “სხვა მზე” – სად და რა ფასად იყიდება პროდუქცია?

5fcb9677d1623
ნუცა ბაზლიძე
05.12.20 22:00
1552
ქართულ ბაზარზე ტუჩსაცხების ახალი ხაზი გამოჩნდა, რომელზეც KÁSHKASH-ისა და LIYA-ს კოლაბორაციით შექმნილმა ბრენდმა LIYA X KÁSHKASH-მა იმუშავა. პროდუქტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 4 დეკემბრიდან გახდა. ამის შესახებ BM.GE-ს KÁSHKASH-ისა და LIYA X KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან გიორგობიანმა განუცხადა.

„ეს არის უკვე არა ერთჯერადი კოლაბორაცია, არამედ ერთობლივად შექმნილი ბრენდი. პირველი ხაზი არის ტუჩსაცხების, თუმცა ძალიან მალე ამას დაემატება რამდენიმე სხვა პროდუქტიც“, - აღნიშნავს ის.

როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი განმარტავს, პროექტი ამ ეტაპზე, 4 ფერის ტუჩსაცხს აერთიანებს. მისივე განმარტებით, აღნიშნული ხაზისთვის სახელი „სხვა მზე“ შეირჩა და ის დღის სხვადასხვა მონაკვეთში მზის ფერებით არის შთაგონებული. ის დასძენს, რომ პროდუქცია ხელნაკეთია და მცენარეული შემცველობის ინგრედიენტებითაა დამზადებული.

ქართული ტუჩსაცხი პლატფორმა Moreislove.comზე ხვდება, გარდა ამისა, წარმოდგენილია KÁSHKASH-ისა და LIYA–ს გვერდებზეც (kashkash.ge; liya.ge).

ქეთევან გიორგობიანის განმარტებით, თითო ტუჩსაცხის ფასი 115 ლარია. გარდა ამისა, მისი განმარტებით, „LIYA“-ს გვერდზე პროდუქციის შეძენა უცხოელ მომხმარებლებს 35 დოლარად შეუძლიათ, ნაკრების შეძენის შემთხვევაში კი, თითო ტუჩსაცხის ღირებულება შედარებით მცირეა.