მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი დაინფიცირება მოგზაურობასთან არ არის დაკავშირებული - ეზუგბაია

5e7ef41d9afc5
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 10:50
1379

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი ახალი პაციენტის კვლევა მიმდინარეობს. ჯერ უცნობია კონკრეტულად რომელ კლასტერს უკავშირდება მისი დაინფიცირება. როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მისი დაინფიცირება მოგზაურობასთან არ არის დაკავშირებული.

„მოგზაურობა არ არის, როგორც ჩემთვის ცნობილია, სამსახურეობრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან, მაგრამ მე რომ არასწორი ინფორმაცია არ მოგაწოდოთ ხოლმე, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს მაინც უცნობია, ჩავთვალოთ, რომ წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებენ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, პაციენტი ავადმყოფობის გამო, საკუთარ სახლში, ოჯახში იმყოფებოდა, ვინაიდან ბოლო პერიოდში ავად იყო. სხვა დეტალებზე მარინა ეზუგბაია არ საუბრობს.

დღეს დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.