მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი ენერგოპროექტების გარეშე სტაბილური ტარიფების შენარჩუნება გაგვიჭირდება“ - სონღულაშვილი

6002fd4ec09a3
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.21 22:00
1503
„ახალი ენერგოპროექტების გარეშე, ელექტროენერგიაზე სტაბილური ტარიფების შენარჩუნება გაგვიჭირდება“, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ “Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, უნდა ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა, რაც აძვირებს მას, თუ ადგილობრივი ენერგოგენერაციის გაზრდა, რომელიც ახალი ენერგოპროექტების განხორციელებას გულისხმობს, რასაც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

„უნდა ჩამოვყალიბდეთ და გავიგოთ რა გვინდა, საბოლოო ჯამში თუ არ გვექნა შესაძლებლობა, რომ ენერგო სექტორი გენერაციის მიმართულებით ძირითადად განვავითაროთ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იზრდება ეკონომიკა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც იზრდება და ვხდებით უფრო მეტად იმპორტზე დამოკიდებულები, ამიტომ უნდა გადავწყვიტოთ გვჭირდება თუ არა ადგილობრივი გენერაციის გაზრდა, იმპორტზე ნაკლები დამოკიდებულება, იმიტომ რომ ამ გზით ქვეყნიდან დიდი მოცულობით თანხები გაედინება, რაც ვალუტაზე ახდენს გავლენას და მეორეს მხრივ გენერაციის გაზრდა ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის საზოგადოებაც უნდა მოემზადოს, რადგან რამდენიმე დიდ ენერგოპროექტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. თუ პროტესტი რეალურია, უნდა გავითვალისწინოთ, თუ არა - მაშინ უნდა მივცეთ ამ პროექტებს განხორციელების საშუალება, სხვა შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება სტაბილური ტარიფების შენარჩუნება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნეს ჰქონდა იმის განცდა, რომ ელექტორენერგიის ტარიფები გაიზრდებოდა.