მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი გზა ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობას 1.5 საათით შეამცირებს - პრემიერი

611cf5cdd3366
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.21 16:20
3099
ხულო-ზარზმის 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის (ხულო-ზარზმა) პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 110 მლნ ლარია.

გზის რეკონსტრუქციის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო.

„ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები ასევე დაწყებულია გზის 42 კმ-იან მონაკვეთზე, რომელსაც ქუვეითის ფონდი აფინანსებს.

„განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.