10.აგვისტო .2022 18:02

ახალი ჰარმონიზებული ინდექსით სურსათის ჯგუფზე ივლისში ფასები 2%-ით შემცირდა

ახალი ჰარმონიზებული ინდექსით სურსათის ჯგუფზე ივლისში ფასები 2%-ით შემცირდა
views 827
უკან

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის მიხედვით, ივლისში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი ივნისთან შედარებით 1.9%-ით შემცირდა. წინა თვესთან შედარებით ფასი ასევე შემცირებულია ტანსაცმელსა და ფეხსაცელებზე 2.2%-ით. 0.4%-ით შემცირდა ფასები ჯანდაცვის სერვისებზე.

ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასები 2.4%-ით ტრანსპორტზე, ასევე, 2%-ით ავეჯსა და საოჯახო სხვა ნივთებზე გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, 2021 წლის ივლისთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასები 21%-ით ტრანსპორტზეა გაზრდილი. შემდეგ 16.4%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და სასტუმროები/რესტორნები 15.2%-ით მოდის. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში არცერთ ჯგუფში ფასების კლება არ ფიქსირდება. ჰარმონიზებული ინდექსით ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 12% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ჰარმონიზებული ინდექსი ითვალისწინებს როგორც რეზიდენტების ასევე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის შიგნით გაწეულ ხარჯებს. ამ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება ტურისტების სამომხმარებლო ხარჯებზეც.

კერძოდ, ახალი ინდექსის შემთხვევაში სამომხმარებლო კალათის წონების გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, მაშინ როდესაც სამომხმარებლო ფასების ინდექსისთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა