მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს ასწრებს

5f6a21027cac9
BM.GE
22.09.20 19:59
765
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 3913-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 1574 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს 23-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5255 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +6,215; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,115,810. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 917,949. გარდაცვლილთა რაოდენობა 19,649 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 160 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +2,884; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 181,237, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 79,901. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,642 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 59 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +1,743; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 304,610, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 268,435. გარდაცვლილთა რაოდენობა 7,574 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 68 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +115; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 47,667, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 42,676. გარდაცვლილთა რაოდენობა 938 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +98;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 39,378, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 36,949. გარდაცვლილთა რაოდენობა 578 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2 ადამიანი.