24.ოქტომბერი .2020 11:37

ახალი ინფიცირებულების 53% თბილისზე მოდის - Covid-19-ის გეოგრაფია

views 420
უკან

Covid-19-ით ახალი ინფიცირებულების 53% თბილისზე მოდის. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1034 შემთხვევა, აჭარაში - 320, იმერეთში - 258, ქვემო ქართლში - 107, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.

ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან მძიმე პაციენტი არის 427.

“ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121. 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 762, აჭარაში - 686. მძიმე პაციენტი არის 427, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი - მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 20. 2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 - აჭარაში, ხოლო 728 - თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 849, აჭარაში-2 183.
სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 916 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში - 3 758 პირი, აჭარაში - 11 764, იმერეთში - 3 741”,- განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა