მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ინვესტიცია გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად - თურნავა

5dfd07f73cbb2
BM.GE
20.12.19 23:00
734
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, იყო ექსპორტი და ინვესტიციები. მისი განცხადებით, სამინისტროს ამოცანაა, რომ რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ექსპორტთან ერთად იყოს ინვესტიციების ზრდა.

„ზოგადად ინვესტიციების და მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა წლიდან წლამდე არაერთგვაროვანია და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში დიდად არის დამოკიდებული ცალკეული მსხვილი პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე. აქედან გამომდინარე, სწორია, თუ ინვესტიციების დინამიკას საშუალოვადიან პერიოდში შევხედავთ. ბოლო 7-წლიან პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მშპ-თან მიმართებაში რეგიონის ქვეყნებს შორის - ეს არის 7%-ზე მეტი, რაც 3-ჯერ მაღალია ჩვენი რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან შედარებით“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი და არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგან ქვეყანას მეტი უცხოური და ქართული, ახალი ინვესტიცია გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.

„ამ თვალსაზრისით, იმედის მომცემია მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის შედეგები, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 14%-ით გაიზარდა და მომავალ წელსაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს დადებითი ტენდენცია, მათ შორის რეინვესტიციის კომპონენტში გაგრძელდეს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.