მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ინვესტიციების შემოდინებისთვის, სტაბილური გარემო უნდა იყოს - Caspi Geo-ს დირექტორი

5e60fc7334da1
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.20 11:00
1013
აზერბაიჯანული ინვესტიციით შექმნილი თურქული კომპანია Caspi Group-ის საქაღთველოს წარმომადგენლობის დირექტორი გარათელ ალახვერდოვა BM.GE-ისთან საუბრისას საქართველოს საინვესტიციო გარემოს აფასებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკურად სტაბილური გარემო იქნება ახალი უცხოური ინვესტიციები შემოვა საქართველოში. 

„რაც შეეხება საარჩევნო წელს, ჩვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე დიდი ხანია ოპერირებს და სტაბილურად ვითარდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ახალი უცხოური ინვესტიციების შემოდინებისთვის, მდგომაროება სტაბილური უნდა იყოს“, - განაცხადა Caspi Geo-ს დირექტორმა.

უცხოური კომპანიის მმართველს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უცხოური ინევსტიციების მიმართულებით კლება ფიქსირდება და ასევე სასტუმრო-რესტორნების სექტორი შენელებულია, თუმცა გამომწვევ მიზეზებზე საუბარი არ სურს.

„ამ პერიოდისთვის სასტუმრო-რესტორნების ბიზნესი შენელებულია საქართველოში, მაგალითად ინვესტორები არ შემოდიან, ტურისტები ირანიდან იმ რაოდენობით აღარ შემოდიან და ვერ გეტყვით, რომ ეს მხოლოდ კორონავირუსის გავლენიდან გამომდინარეობს, ეს პრობლემა გასული წელსაც იყო. ტურისტული მიმართულებით მდგომარეობა ცოტა გაჩერებულია, ალბათ ეს არასწორი მიდგომის ბრალია. იმედი მაქვს, საინვესტიციო და ტურიზმის მიმართულებით მდგომარეობა გამოსწორდება“, - განმარტავს გარათელ ალახვერდოვამ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული ინვესტიციით შექმნილი თურქული კომპანია Caspi Group-ი საქართველოში 12 წელია რაც ოპერირებს. თავდაპირველად მათი საქმიანობა კომაპნიებისთვის ბრენდირებული აქსესუარების წარმოება იყო, თუმცა 7 წლის წინ  საქართველოში სასტუმრო-რესტორნებისთვის სამზარეულოსთვის განკუთვნილი სპეციალური დანადგარების შემოტანაზეც დაიწყეს მუშაობა.