მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კორონავირუსით NASA-ს თანამშრომელი დაინფიცირდა

5e674e307fa4d
ნათია თაქთაქიშვილი
10.03.20 12:55
976
ახალი კორონავირუსით NASA-ს თანამშრომელი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას space.com ავრცელებს.

NASA-ს Ames Research Center-მა სპეციალური განკარგულება გასცა სახლიდან მუშაობაზე და კვლევით ცენტრს სავალდებულო სატელეკომუნიკაციო სტატუსი მიანიჭა.

NASA-ს ადმინისტრატორ ჯიმ ბრიდენსტაინის განცხადებით, ცენტრის თანამშრომლების შემცირება კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, რომ განსაზღვრონ პოტენციური კონტაქტები და შეაფასონ ის ზონები, სადაც დამატებითი დასუფთავებაა საჭირო.

NASA-ს ცენტრის სამედიცინო პერსონალი დაინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტების დასადგენად მუშაობს.

10 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 114,458 შეადგინა, გარდაიცვალა 4,027 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 64,105 ინფიცირებული.