მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კვირა ნავთობზე ფასების ზრდით დაიწყო

5d886fa4682a5
მიხეილ ხაჩიძე
23.09.19 11:35
943
ახალი სავაჭრო კვირა ნავთობის ფასების ზრდით დაიწყო. Bloomberg-ის ბაზაში, ორშაბათის დილის ვაჭრობაზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე (159 ლიტრი) 64,92 აშშ დოლარი იყო, რაც პარასკევის მონაცემებზე 64 ცენტით მეტია.


ამერიკული West Texas Intermediate-ის ღირებულებამ (WTI) ბარელზე 61 ცენტით მოიმატა და 58.70 დოლარი დაფიქსირდა.

 

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარ რეგიონში მიმდინარე პროცესები ბაზარზე კვლავ დომინანტურ თემად რჩება, რაც ინვესტორებში ერთგავრ დისკომფორტს იწვევს და ფასების არასტაბილურობაზე აისახება.