04.სექტემბერი .2019 15:19

ახალი პედაგოგების სისტემაში შემოსვლისთვის პროცედურები გამარტივდება - ბატიაშვილი

views 179
უკან

ახალი პედაგოგების სისტემაში შემოსვლისთვის საჭირო პროცედურები გამარტივდება. განათლების, მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, სამინისტრო მასწავლებლებისთვის პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, სკოლებში ახალი კადრების შეყვანის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

„31 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა და გამოთქვა სურვილი სტატუსის ამაღლების შესახებ, მონაცემები დამუშავების სტადიაზეა და უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ასეთივე გამოცდა ჩატარდება შემოდგომაზეც, სტატუსის ამაღლება კი ნიშნავს მათი პირობების გაუმჯობესებას.

რაც დამაიმედებელია, ეს არის ახალი პედაგოგები, 10 ათასი ახალი პედაგოგი გვყავს დარეგისტრირებული, რომელიც შემოდის სისტემაში. ჩვენ ვსაუბრობდით საპენსიო ასაკის პედაგოგებზე, რომელთა ნაწილიც ნებით დატოვებდნა სისტემას, ამასთან ერთად ახლებს მიეცემათ საშუალება, რომ სისტემაში შემოვიდნენ. ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორციელებთ პედაგოგების სისტემაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ეს ნაბიჯები ეხება როგორც პირობების უზრუნველყოფას, ასევე ბიუროკრატიის მაქსიმალურად შემცირებას”, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა