რამდენიმე დღის წინ BMG-სთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია განახლდება. აღნიშნულის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ სიახლედ არსებული 5-მილიონიანი ზღვარის 20 მილიონამდე გაზრდა დასახელდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროექტების ეფექტიანობა წინასწარ განისაზღვრება.
აღნიშნულ საკითხზე დღეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუმცა მას არ განუმარტავს, რატომ გახდა საჭირო ზღვარის 20 მილიონამდე გაზრდა. მან თქვა, რომ საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია ფინანსთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პროეტების ეფექტურობას განსაზღვრავს.
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ფინანსთა სამინისტროსთვის, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იქნას სახელმწიფო ინვესტიციების ხარისხი და მოლოდინები, ამა თუ იმ პროექტის შესახებ, რომელიც განხორციელების საწყის ეტაპზე არსებობს, რომ შევადაროთ მისი დასრულების შემდგომ რამდენად იქნა გამართლებული.
ამ ეტაპზე ახალი პროექტების შეფასება დავიწყეთ, რომელებიც 20 მილიონ ლარს აღემატება და პერიოდულად აღნიშნული ზღვარი შემცირდება. პირველი შემცირდება 5 მილიონ ლარამდე იქნება და 5 მილიონი ლარის ზევით ახალი პროექტები, მის განხორციელებამდე და ბიუჯეტში მოხვედრამდე შესაბამის ეკონომიკურ შეფასებას გაივლის“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თუ პროექტი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საპროექტო ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება, ის საინვესტიციო პროექტად ითვლება. საქართველოს საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი და მეთოდოლოგია აქვს და ის სწორედ 5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობის წინასწარ შეფასებას გულისხმობს, თუმცა პრაქტიკაში ჯერჯერობით, სრულად დანერგილი არაა. იგეგმება, რომ სწორედ არსებული 5-მილიონიანი ზღვარი 20 მილიონამდე გაიზარდოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი