მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი "ლოქდაუნი" ნავთობის ფასის ვარდნას იწვევს – CNN

5fa189f443350
თათია კაკიაშვილი
03.11.20 21:14
1479
კორონავირუსის მეორე ტალღით გამოწვეული ახალი "ლოქდაუნის" გამო, დიდ ბრიტანეთში ნავთობის ფასმა დაიწია და ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, მინიმუმს მიაღწია. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში კი შიშობენ, რომ მორიგი "ლოქდაუნი" კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და, შედეგად, ნავთობზე მოთხოვნაც შემცირდება.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კვირაში, ზღვარზეა სასაქონლო ბაზრებიც. აზიაში "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 35,74 დოლარამდე დაეცა. მსგავსი დაბალი ფასი მაისის შემდეგ არ დაფიქსირებულა, ეს წლის დასაწყისიდან დღემდე 45%-იან კლებას გულისხმობს.

ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა დააზარალა ისეთი ენერგოკომპანიები, როგორებიცაა BP და Shell-ი. კომპანიებში აცხადებენ, რომ ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავენ.

ფასები მკვეთრად შემცირდა აშშ-ის ნედლ ნავთობზეც: კვირის დასაწყისში ბარელზე ფასი 7%-ით დაეცა და 33.64 დოლარი შეადგინა. ამგვარი ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზად მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები და აშშ-ის ფისკალური სტიმულირების პროგრამის უქონლობა სახელდება. აბუ-დაბის ბანკის მთავარი ეკონომისტის, საიმონ ბალარდის თქმით, პანდემიის გარშემო არასტაბილურობის მკვეთრი ზრდის პოტენციალი აშშ-ის დიდ ნაწილში, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოშიც ნათლად ჩანს.

ჩინეთი კი ეკონომიკის ზრდის კუთხით, ყველაზე გაუმჯობესებულ ბაზრად რჩება. მსოფლიოში ნედლი ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში განაცხადეს, რომ საერთაშორისო კომპანიებისთვის 2021 წლისთვის თავის კვოტას 20%-ით გაზრდის. ეს განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ჩინეთის წარმოების სექტორში ოქტომბერში, ბოლო ათწლეულთან შედარებით, აქტივობა ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, შიდა მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ.

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანამ პანდემისგან ე.წ. გამოჯანმრთელება ძლიერი ეკონომიკური ზრდით განაგრძო. ივლისი-სექტემბრის პერიოდში ჩინეთის ეკონომიკა, გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 4,9%–ით გაიზარდა.