14.აპრილი.2016 22:26
საზოგადოება

ახალი რეგულაციებით, რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში მოწევა, შესაძლოა სრულად აიკრძალოს

ახალი რეგულაციებით, რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში მოწევა, შესაძლოა სრულად აიკრძალოს
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციები უახლოეს პერიოდში დაწესდება. კანონპროექტით, რომელზე მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, სამასპინძლო დაწესებულებები, სასტუმროები, ტრანსპორტი და სტადიონები შესაძლოა თამბაქოსგან სრულად გათავისუფლდეს. ამ ეტაპზე, თაბაქო სრულად არის აკრძალული საავადმყოფოებში, სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში.
 
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, საქართველოს 5 წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება უნდა შემცირდეს. გეგმა 2013-2018 წლებზეა გათვლილი, თუმცა კანონპროექტი ჯერაც არ მიღებულა. ლელა სტურუა განმარტავს, რომ პროექტი მთავრობის სხდომაზე ორჯერ იქნა გატანილი, თუმცა მისი გარკვეული ნიუანსები დაწუნებული იქნა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტით ცვლილებები უნდა შევიდეს შემდეგ კანონებშიც: კანონი თამბაქოს შესახებ, კანონი რეკლამის შესახებ, საგადასახადო კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მაუწყებლობის შესახებ კანონი.

როგორც ლელა სტურუა განმარტავს, სამასპინძლე ბიზნესი თამბაქოს სრული აკრძალვის მომხრეა, რადგან ნაწილობრივი აკრძალვა და მწეველებისა და არამწეველებისთვის ცალ-ცალკე ადგილის გამოყოფა მათთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილს უნდა შეეხოს, მათ შორის დიდ რესტორნებსა და მცირე ზომის კაფეებსაც.

"მწეველებისა და არამწეველების ადგილის გამიჯვნა, კანონით ეხლაც დადგენილია, თუმცა ის სრულად არ სრულდება. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ჩვენ რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ, თუ რა რეაქცია ექნება მოსახლეობას თამბაქოს აკრძალვის შემთხვევაში. ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 80% საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს აკრძალვის მომხრეა, მათ შორის რესტორნებსა და ბარებში. გამოკითხულთა დაახლოებით 70% ამბობს, რომ სრული აკრძალვის შემთხვევაში, რესტორნებსა და ბარებში იგივე ინტენსივობით ივლის, 10 პროცენტი კი ამბობს, რომ უფრო ხშირად ივლის. მხოლოდ 7%-მა თქვა, რომ აკრძალვის შემთვევაში აღარ ივლის მსგავს დაწესებულებებში", - ამბობს ლელა სტურუა.

რაც შეეხება მაკონტროლირებელ ორგანოს, სტურუა განმარტავს, რომ სხვადასხვა სტრუქტურებს შესაძლოა სხვადასხვა დაწესებულებების კონტროლი დაევალოთ. მისივე თქმით, პროცესში შესაძლოა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიც ჩაერთოს. სტურუა იმედოვნებს, რომ ახალი რეგულაციები ძალაში შემოდგომიდან შევა.

19.აპრილი.2019 22:45
178

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
167

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 19:25
238

ანზორ მელია აკაკი ზოიძეს მიმართავს: ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 16:51
283

მშენებლობაზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი დააკავეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 15:12
78

საზმაუს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 15:02
62

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

ვრცლად