მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი საფონდო ბირჟა და საგარანტიო ფონდი - "ლელოს" პროგრამის ნაწილი

5f55ea9c84ea2
შოთა ტყეშელაშვილი
07.09.20 12:12
1080
საქართველოში ახალი საფონდო ბირჟის დაფუძნება პარტია “ლელო საქართველოსთვის” ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. "ლელოს” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი ეკონომიკური პროგრამის “მარშალის გეგმის” მიხედვით, საფონდო ბირჟა უნდა გახდეს საფინანსო ბაზრის ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ წინსვლაში დაეხმარება.

ამას გარდა, პარტიის პროგრამა ახალი საგარანტიო ფონდის შექმნასაც ითვალისწინებს, რომლის მოცულობაც 3 მილიარდი ლარი იქნება. ახალმა საგარანტიო ფონდმა ბიზნესისთვის საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობა უნდა გაზარდოს.

“ჩვენი მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ დავაფუძნოთ საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟა და შესაბამისად, ჩავერთოთ მსოფლიო ფინანსების ცენტრებში. გავხდეთ ნაწილი იმ ფინანსური ინდუსტრიის, რომელიც არის დღეს მსოფლიოში. თუ არ გავხდით ამის ორგანული ნაწილი, გრძელვადიანი ზრდა და განვითარება არ გვიწერია.

ჩვენი ამოცანაა, საერთაშორისო საფონდო ბირჟის ამუშავება და ეს პროექტი უკვე დაძრულია. ამის შედეგი იქნება, საქართველოში ბიზნესებისთვის ფულად რესურსთან ხელმისაწვდომობა.

ჩვენი პროგრამით ყველა კომპანია, რომელიც არის ლიცენზირებული სახელმწიფოს მიერ, ეს იქნება ენერგო, კავშირგაბმულობის, საბანკო, მინერალური წყლების თუ ასე შემდეგ, ვალდებულები იქნებიან, 20% განათავსონ ამ საფონდო ბირჟაზე. ამით ყველა მოქალაქეს ვაძლევთ საშუალებას, გახდნენ ჩვენი წამყვანი ინდუსტრიის თანამფლობელები.

ასევე, მოხდება ყველა სახელმწიფო კომპანიის პრივატიზება ე.წ. საფონდო ბირჟის საშუალებით და ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, გახდეს იმ უზარმაზარი 250, სახელმწიფო კომპანიის წევრი,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროგრამის პრეზენტაციაზე.

გარდა ამისა, „ლელოს“ თავმჯდომარემ საერთაშორიო არბიტრაჟის დაფუძნებაზეც ისაუბრა. "საქართველოს მოსახლეობა - 3.7 მილიონი მაცხოვრებელი, ხოლო 1.5 მლნ. ემიგრანტი, 450 000 სოციალურად დაუცველი და 235 000 უმუშევარი, უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 10 წელში და ოკუპირებული ტერიტორიების 20%. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით 104-ე ადგილზე, ბედნიერების ინდექსში 119-ე ადგილი, საქართველოს მოსახლეობის 1.5% (64 000 ადამიანი) წარმოადგენს საშუალო ფენას. საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. ეს არის დღეს საქართველოს რეალობა, რის შეცვლასაც „ლელო“ საკუთარი გეგმით აპირებს", - წერია პარტიის გეგმაში.

უფრო ვრცლად პარტიის მიერ შემუშავებული “მარშალის გეგმა” იხილეთ ბმულზე.