მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სანქციები რუსეთს - სიაში მთავრობის და ელიტის წარმომადგენლები არიან

6298f8ec16754
ალა ისპირიანი
02.06.22 21:47
1069
დღეს თეთრმა სახლმა რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სანქციებულთა სიაში რუსეთის მთავრობის და ელიტის წარმომადგენლები შედიან. მათ შორის არის რუსი ბიზნესმენი გოდ ნისანოვი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს კაცს და რამდენიმე რუსი ჩინოვნიკის ახლო თანამოაზრეს უწოდებს“.

სანქცირებული იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვაც.

ხუთშაბათის სანქციები ასევე დაუწესდა პუტინის „ახლო მეგობარს“ სერგეი პავლოვიჩ როლდუგინს, რომელიც სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, „პუტინის ერთ-ერთი ქალიშვილის ნათლიაა“, ისევე როგორც როლდუგინის ცოლს, ელენა იურიევნა მირტოვას. როლდუგინი პეტერბურგის მუსიკის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელია, მირტოვა კი ოპერის სოპრანო.

სიაში რუსეთის მთავრობის  კიდევ ხუთი წარმომადგენელი მოხვდა, მათ შორის რუსული სახელმწიფო ავიაციის კომპანიის პრეზიდენტი იური სლიუსარი; ვიტალი საველიევი - ტრანსპორტის მინისტრი; მაქსიმ რეშენნიკოვი, - ეკონომიკური განვითარების მინისტრი; ირეკ ენვაროვიჩ ფაიზულინი - მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრი და დიმიტრი იურიევიჩ გრიგორენკო - ვიცე-პრემიერი.